სასამართლო რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

19 სექტემბერი 2020, 12:06 1357 ნახვა

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტისთვის  აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. რაგბის კავშირში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი უკვე წარედგინა. გამოძიება ბესელიას იარაღის უკანონო ტარებას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. ადვოკატ პაატა მეხროშვილის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს. რაც შეეხება მოტივს, რატომ მოხდა გასროლა, ამბობს, რომ ეს არის დაკავშირებული სამსახურებრივ მოვალეობასთან და პირად მოტივებთან. ეს არ არის დაკავშირებული რაგბის კავშირის ფინანსებთან. ადვოკატი განმარტავს, რომ თავდაპირველად წარმოიშვა სიტყვიერი კონფლიქტი, რაც შესაძლოა გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში და სწორედ ამის თავიდან აცილების და შეშინების მიზნით, მან იატაკის მიმართულებით გაისროლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი