ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

17 სექტემბერი 2020, 19:08 2069 ნახვა

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ტუბერკულოზის განყოფილების ექიმსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ყველა თანამშრომელს უკვე ჩაუტარდა ტესტირება. ამ დროისთვის დაწესებულება შეუფერხებლად განაგრძობს მუშაობს.

დღეის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 126 შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი