ადგილების რაოდენობა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და მედ ალფაში უკვე შეივსო. ჯამში ორივე კლინიკაში ასზე მეტი კოვიდ დადებითი პაციენტია განთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 16 არასრულწლოვანი. 4 ორსული დაემატა ბათუმის სამშობიარო სახლის კოვიდ განყოფილებას. ჯამში აქ 12 ინფიცირებულია. საავადმყოფოს ადმინისტრაციის განცხადებით, ყველა მათგანთან ვირუსი გართულებების გარეშე მიმდინარეობს.