ბათუმში ორ ადვოკატს კორონავირუსი დაუდასტურდა - სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

17 სექტემბერი 2020, 13:59 1698 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლო მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. ​ასევე მხარეების გარდა სასამართლო პროცესს დაინტერესებული პირები ვეღარ დაესწრებიან. აღნიშნული ინფორმაცია აჭარის მაუწყებელს სასამართლოს მენეჯერმა დაუდასტურა. 

ინგა ფუტკარაძის განცხადებით, ჯერ-ჯერობით უცნობია როდის განაახლებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში. მოსამართლეები და სასამართლოს აპარატის თანამშრომლები პისიარ ტესტირებას დღეს გაივლიან. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში ორ ადვოკატs covid-19 დაუდასტურდა. 

17 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსი 179 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 126 აჭარაშია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი