დღეს საქართველოში COVID-19 კიდევ 196 მოქალაქეს დაუდასტურდა. მათ შორის 144 აჭარაში გამოვლინდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ქობულეთშიც.
ინფიცირებულები არიან სოფელ ალამბრის მკვიდრები. კლინიკაში გადაყვანილია ერთი ოჯახის ოთხი წევრი.
აჭარის მაუწყებელი სხვა დეტალებს აზუსტებს.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ბათუმის კლინიკებში 321 პაციენტია მოთავსებული, ხოლო 158 ინფიცირებული გადაყვანილია კოვიდსასტუმროში.