ეპიდემია ევროპას ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს

14 სექტემბერი 2020, 20:26 1175 ნახვა

ჯანმოს ევროპის რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის ჰანს კლიუგეს განცხადებით,  ევროპაში შემოდგომაზე  კოვიდ-19-ის შედეგად სიკვდილიანობის  მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. „სიტუაცია გართულდება. ოქტომბერში სიკვდილიანობის  უფრო მაღალი მაჩვენებლის  მოწმენი გავხდებით“- წერს ტვიტერზე კლიუგე.  მანამდე ჯანმომ განაცხადა, რომ დღე-ღამეში 308 ათასი ახალი შემთხვევა  პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელი გახდა.  წინა ანტირეკორდი 6 სექტემბერს დაფიქსირდა. მაშინ ერთ  დღე-ღამეში 306 ათას 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ორგანიზაციის მონაცემებით, სულ მსოფლიოში 29 მილიონ 206 ათას  669 კოვიდინფიცირებულია, გარდაიცვალა 928  ათას 830 დაავადებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში