ბათუმში საკარანტინო სასტუმროსთან მაშველები და პოლიციელები იმყოფებიან - თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ​გადმოხტომით იმუქრებოდა

14 სექტემბერი 2020, 12:57 11106 ნახვა

ბათუმში, ახალ ბულვარში ერთ-ერთ საკარანტინო სასტუმროსთან მედიკოსები, მაშველები და პოლიციელები იმყოფებიან. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკაც. 

როგორც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს კარანტინში მყოფი სხვა პირები უყვებიან, მამაკაცი იმუქრებოდა, რომ სასტუმროს მეექვსე სართულიდან გადახტებოდა. 

მოქალაქემ საპატრულო პოლიცია თავად გამოიძახა. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მამაკაცი უკვე რვა დღეა კარანტინში იმყოფება, მან მხოლოდ გუშინ გამოთქვა პრეტენზია კვებასთან დაკავშირებით.

''ყველა ავიდა ვინც საჭირო იყო და ელაპარაკა. 700 კაცში მაინც და მაინც, მხოლოდ ეგ ერთია მომდურავი? პოლიცია ესაუბრება. თვითონ დარეკა სამართალდამცველებთან. საჭმელთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზია, შევთავაზეთ რაც მას სურდა მოვუტანდით, თუმცა მაინც გაღიზიანებულია. სასტუმროში ყველანაირი პირობაა შექმნილი. ამ ეტაპზე 700 ადამიანის გვყავს და სხვა პირებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ'' - უთხრა მაუწყებელს მანუჩარ გორგაძემ. 

აჭარის მაუწყებელი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა და უწყებასთან დეტალებს არკვევს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი