სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ლაგოდეხის სამმართველოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს - ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მისი ტესტის პასუხი 12 სექტემბერს გახდა ცნობილი, ის შვებულებით სარგებლობდა შესაბამისად სხვა თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია. ეპიდემიოლოგები წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას“აწარმოებენ - ნათქვამია ინფორმაციაში.