ბათუმის შემდეგ ყველაზე მეტი კოვიდ შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა. ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მას შემდეგ მიიღო კარვის გაშლისა და გაფართოებული ტესტირების გადაწყვეტილება, რაც ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ საკლასო ოთახებში სწავლა ქუთაისში 1 ოქტომბრამდე გადაიდო.