კორონავირუსი „ენგურჰესის“ კიდევ 24 თანამშრომელს დაუდასტურდა

11 სექტემბერი 2020, 15:57 1240 ნახვა

კორონავირუსი "ენგურჰესის" კიდევ 24 თანამშრომელს დაუდასტურდა. 10 სექტემბერს ცნობილი, გახდა რომ ჰესის 4 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა, დღეს კი მათ კიდევ 24 დაემატა.

"სამწუხაროდ დაგვეძაბა ვითარება ზუგდიდში, გვაქვს შემთხვევები ადამიანებთან, რომლებიც მუშაობდნენ "ენგურჰესზე". რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობენ გალს, საბერიოსა და ზუგდიდს შორის. იქაც მიმდინარეობს ლოკალიზება ამ პროცესის"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში