ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა

10 სექტემბერი 2020, 14:09 980 ნახვა

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მას საუბარი შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. პოლიციამ ბერლინის შარიტეს კლინიკაში ნავალნის დაცვა გააძლიერა, ვინაიდან, მდგომარეობის გაუმჯობესების გამო, მისი მნახველების რაოდენობის მომატებას ვარაუდობს.

ნავალნი 20 აგვისტოს უგონო მდგომარეობაში ომსკის პირველ საავადმყოფოში მიიყვანეს. მისი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ნავალნი რეანიმაციაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატზე მიაერთეს.

22 აგვისტოს, ნავალნი გერმანიაში გადაიყვანეს. ბერლინში, შარიტეს კლინიკამ დაადასტურა, რომ ნავალნი  „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში