აჭარაში კორონავირუსი 27 მოქალაქეს დაუდასტურდა 

10 სექტემბერი 2020, 10:51 2206 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში კორონავირუსი კიდევ 27 მოქალაქეს დაუდასტურდა. 

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდმიმღებ განყოფილებაში 122 პაციენტი მკურნალობს.

საკარანტინო სივრცეში მეთვალყურეობას გადის 18 ინფიცირებული. ისინი უსიმპტომო პაციენტები არიან და სასტუმროებში გუშინ გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში სამი პაციენტია მოთავსებული. 

"კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევიდან, 27 აჭარაში გამოვლინდა. აქედან შემთხვევათა ნაწილი უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტებია და ძირითადად ის გახლავთ ოჯახური კონტაქტები, ესენია ხოფის, სამშობიაროს და ყველა გუშინ გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტები. 16 კონტაქტი არის  უცნობი, მათ შორის ერთი კარანტინიდანაა, ასევე არის წინა დღეებში გამოვლენილი უცნობ შემთხვევეთან კონტაქტები. 

პაციენტების რაოდენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის 122. 18 ინფიცირებული, რომლებიც არიან მინიმალური სიმპტომატიკის მქონენი  გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში. ისინი არიან 24 საათიანი სამედიცინო დაკვირვების ქვეშ. პირები, რომლებიც თავდაპირველად მოხვდენ კოვიდ კლინიკაში და დაავადების დაწყებიდან არაუადრეს მე-8 დღისა თუ არ გამოუვლინდებათ სიმპტომატიკა ისინი იქნებიან გადაყვანილნი ამ საკარანტინო სივრცეში, მე-12 დღეს ჩაუტარდებათ ტესტირება და 24 საათიან შუალედში თუ განმეორებითი ტესტირებაც იქნება უარყოფითი ისინი დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და გადავლიან თვითიზოლაციაში.

როცა პაციენტს არ აქვს არანაირი სიმპტომატიკა, მისთვის ლაბორატორიული დასკვნა ნაკლებად დამაჯერებელია. ამ დაავადებას ახლავს ასიმპტომური გამოვლინება და ამიტომ ლაბორატორიული დასკვნა არის ის რაზეც ეპიდემიოლოგები აკეთებენ აქცენტს და ორიენტირებას. ამიტომ თუ ადამიანს სიმპტომი არ აქვს არ ნიშნავს იმას, რომ ის დაავადებული არ არის. 

გვაქვს შემთხვევები, როცა ადამიანს არაფერი არ აწუხებს, თუმცა ლაბორატორიული დასკვნით მათ კორონავირუსი უდასტურდებათ"-განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

დამატებითი განმარტებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რამდენიმე წუთში გაკეთდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი