ბათუმის "დინამო" საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ჩემპიონატში, შემდეგ საშინაო მატჩს ქუთაისში გამართავს. ორი "დინამოს" დაპირისპირება 12 სექტემბერს ბათუმის ახალ სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა ბოლო პერიოდში აჭარაში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო სტადიონის გახსნა სავარაუდოდ 24 ოქტომბრამდე გადაიდო.
მე-11 ტურის მატჩი კი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩატარდება. 10 ტურის შემდეგ ბათუმელები 20 ქულით ეროვნული გათამაშების ლიდერები არიან და უახლოეს მდევრებს ერთი ქულით უსწრებენ.