ე.წ. სპორტსმენების საქმე - სასამართლო პროცესი გადაიდო

08 სექტემბერი 2020, 18:21 1609 ნახვა

რეგიონში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო სპორტსმენების სასამართლო პროცესი გადაიდო. სულხან წულუკიძის ძმის განცხადებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ დაკავებულები დღეს გირაოთი უნდა გამოეშვათ, თუმცა მოგვიანებით მას ადვოკატმა უთხრა რომ შეთანხმება ვერ შედგა. მისივე თქმით, სპორტსმენები პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები.

მათი უფლებადამცველი ამბობს, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა მურმან ჯინჭარაძემ მოლაპარაკებისას ფირუზ წულუკიძისგან მთავრობისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ადვოკატი ამ ფაქტის მიღმა პოლიტიკურ სარჩულს ხედავს. ჩვენ დავუკავშირდით ჯინჭარაძეს და მან ჩვენს კითხვებზე პასუხები გაცემა არ ისურვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი