კარანტინისა და იზოლაციის ვადა შესაძლოა კიდევ შემცირდეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის 495-ე დადგენილების თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის ვადა აგვისტოს თვეში 14-დან 12 დღემდე შემცირდა.
უახლესი მონაცემებით, საქართველოში კარანტინის ზონებში 6020 ადამიანი იმყოფება.