გამომშვიდობება პირველ დირექტორთან

04 სექტემბერი 2020, 20:37 3201 ნახვა

აჭარის ტელევიზიის პირველი დირექტორი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლამარა ბოლქვაძე არხს გახსნის დღიდან 4 წელი ხელმძღვანელობდა.

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა 1987 წლის 4 ნოემბერს 15 წუთიანი გადაცემით დაიწყო. ეს იყო საინფორმაციო მუსიკალური გადაცემა „აჭარა“,რომელსაც მაშინ 45 ადამიანი ამზადებდა.

ლამარა ბოლქვაძე 1932 წელს ბათუმში დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, სწავლობდა პედაგოგიურ ინსტიტუტში. სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ პარტიულ თანამდებობას. იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და 1965 -78 წლებში აჭარის კულტურის მინისტრი.

მინიჭებული ჰქონდა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი და დაჯილდოებული იყო „შრომითი მამაცობის“ 3 მედლით, „საპატიო ნიშნისა“და„ღირსების“ორდენებით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში