აჭარაში კოვიდ 19-ით ინფიცირებულების რაოდენობა გაიზარდა. რეგიონში დადასტურებული 13 შემთხვევიდან, ერთ-ერთი, საკონსტიტუციო სასამართლოში, სახელმწიფო დაცვის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელია. მას კორონავირუსი ოჯახის წევრისგან გადაედო და ახლა, კლინიკაში მკურნალობს.
კორონავირუსის დღევანდელი შემთხვევებიდან უმეტესობა ე.წ "დონას" კლასტერია. ხვალ და ზეგ, უფასო ტესტირება ვირუსზე პოლიკლინიკებშიც ჩატარდება.