„დრიმლენდ ოაზისში“ აღებული 300-მდე ტესტის პასუხი უარყოფითია

03 სექტემბერი 2020, 18:15 946 ნახვა

სასტუმრო ოაზისში აღებული 285 ანალიზის ნიმუშზე პასუხი უარყოფითია, თუმცა კიდევ ელოდებიან დარჩენილ 600-მდე ტესტის პასუხს. ობიექტი ამ დრომდე ჩაკეტილია, შეზღუდულია როგორც გასვლა ასევე ტერიტორიაზე შესვლა.

ამის მიზეზი ისაა რომ გუშინ სასტუმროს ერთ-ერთ სტუმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

აჭარაში ბოლო მონაცემებით 6 ახალი შემთხვევაა საიდანაც 2-ის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში