საკრებულომ პარტიებისთვის სააგიტაციო მასალების განთავსების ადგილები განსაზღვრა

03 სექტემბერი 2020, 14:08 1246 ნახვა

საკრებულოს სხდომაზე დღეს განისაზღვრა ის ადგილები, სადაც სააგიტაციო მასალების განთავსება  პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ : კონკრეტულად კი ევროპის მოედანზე, მერიის შენობის წინ, ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარედ, ახალ ბულვარში.

აკრძალულია პოსტერების გაკვრა საკულტო ნაგებობებზე,  სახელმწიფო უწყებების შენობებზე, საგზაო ნიშნებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. ამასთან პარტიულ აქტივთან შეხვედრებისთვის გამოიყო საზაფხულო თეატრის შენობა, სადაც სპეციალური განრიგის მიხედვით ჩატარდება ღონისძიებები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში