ბათუმში კორონავირუსი N7 ავტობუსის სამარშუტო ხაზზე დაფიქსირდა - თორნიკე რიჟვაძე

02 სექტემბერი 2020, 17:23 12363 ნახვა

ბათუმში კორონავირუსი N7 ავტობუსის სამარშუტო ხაზზე დაფიქსირდა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

"ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. N7 მუნიციპალური ავტობუსის სამარშუტო ხაზზე. მინდა ყველას მოვუწოდო და ვთხოვო რომ ვისაც შეხება ჰქონდა აღნიშნულ სამარშუტო ხაზთან, ყველამ მიმართოს იმ კონკრეტულ წერტილებს, რომლებიც მოქმედებს ბათუმში და ჩაიტარონ უფასო ტესტირება.

ასევე ჩვენ გავამკაცრეთ კონტროლო, როგორც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მიმართ, ასევე კიდევ უფრო გამკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტების, კლუბების და რესტორნების მიმართულებით.

დღის წესრიგში არ დგას ბათუმის ან აჭარის ჩაკეტვა, თუმცა იმისთვის, რომ ეს რისკები ვმართოთ ეს ახალი ეპიდემიოლოგიური კერები რომ ჩავაქროთ გვჭირდება მოქალაქეების მაქსიმალური ხელშეწყობა და შესაბამისი სამსახურების ეფექტური მუშაობა, რომ არ დარჩეს ბათუმის მიმართ საჭირო შესაბამისი საკარანტინო ღონისძიებების გატარება", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი