''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრს გიორგი კირთაძეს არ სჯერა პრემიერის განცხადების, რომ დასრულდება ქალაქში ფულის კეთების დრო და რაც დარჩა შეინარჩუნებენ. კირთაძემ მაგალითად პროექტის ,, ბათუმი რივიერას’’ მშენებლობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა მოიყვანა. მისივე თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ, ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობები არ ჩერდება, უფრო მეტიც რიგ შემთხვევაში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა.
პასუხიმგებლობა კი მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნებზე ეკისრებათ. ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმი რივიერაზე პირველი 42-სართულიანი მშენებლობის ნებართვა რამდენიმე თვის წინ გასცა. საზოგადოების მხრიდან , კი მშენებლობის დაწყებას პროტესტი არაერთხელ მოჰყვა. პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს.
ბათუმის მერიის საპასუხო კომენტარს ჩვენ მომდევნო გამოშვებაში შემოგთავაზებთ.