პარტია "სამართლიანობისთვის" აჭარის ეკონომიკის სამინისტროს პროკურატურაში უჩივის

31 აგვისტო 2020, 14:05 1318 ნახვა

პარტია "სამართლიანობისთვის" წევრებმა ქობულეთში, პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართეს. თავისუფლების 19 ნომერში თვითნებურად შესახლებული 12-ოჯახი   პარტიის ლიდერს ეკა ბესელიას ფართების დაკანონებაში დახმარებას სთხოვს.  პარტიის ლიდერის თქმით,    საკითხზე  მან აჭარის მთავრობას მიმართა, პასუხი კი წერილობით  აჭარის ეკონომიკის სამინისტროსგან  მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ნაწილობრივ დასახლებული შენობა“ აუქციონზე გაიყიდა.  

პარტიაში აცხადებენ, რომ მიღებული წერილის შინაარსი იძლევა საფუძველს, პროკურატურას მიმართონ. "სამართლიანობისთვის" ლიდერები, ამ ფორმით ცდილობენ გაარკვიონ, რატომ გამოაცხადა აუქციონი მაშინ, როცა შენობაში 12-უკიდურესად შეჭირვებული  ოჯახი  ცხოვრობს.

აჭარის ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქონების გაყიდვის დროს, კანონი არ დარღვეულა, ხოლო გადაწყვეტილების შესახებ თვითნებურად შესახლებულებს დამატებით ეცნობებათ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი