სექტემბრის პირველი დეკადა (10 დღე) საქართველოში იქნება ძალიან ცხელი. ინტენსიურად მოხდება ცხელი და მშრალი ჰაერის მასების გავრცელება, რომლის გავლენითაც ტემპერატურა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში +35, ცალკეულ დღეებში +38 გრადუსს მიაღწევს, სანაპირო კურორტებზე კი +32, +34 გრადუსი იქნება
დასავლეთ საქართველოში (იმერეთი, გურია, სამეგრელო) იქროლებს ცხელი აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასოფლო სამეურნეო კულტურებს.
იყავით ფრთხილად და მოერიდეთ მზის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნას.