პარლამენტის საშემოდგომო სესია პირველ სექტემბერს გაიხსნება

31 აგვისტო 2020, 10:00 761 ნახვა

პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირაში განაახლებს. პირველ სექტემბერს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. საშემოდგომო სესიის გახსნა პლენარული სხდომით იგეგმება. საშემოდგომო სესიის ფარგლებში, პარლამენტს რამდენიმე ახალი კანონპროექტის განხილვა და მიღება მოუწევს.

ამასთან, საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომების ფორმატში ამ დრომდე არ მოუსმენია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის წლიური ანგარიშებიც, რომლებიც უწყებებმა პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე წარუდგინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი