„ჩვენ ვიქნებით ყველა იმ მოთხოვნის შემსრულებელი, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს და საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება” - ანზორ ბოლქვაძე

31 აგვისტო 2020, 12:24 1475 ნახვა

„ჩემს მიერ გავლილ გზას გამოვიყენებ იმისთვის რომ რომ ყველა ის დაპირება რაც ჩვენს საარჩევნო პროგრამაშია ბოლომდე შევასრულო„ ამ სიტყვებით მიმართა ხელვაჩაურის, ქედის, ხულოსა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძემ ამომრჩეველს.

მისივე თქმით, ის და აჭარის უმაღლესი საბჭოს კანდიდატი ანზორ ფუტკარაძე ყველა ამომრჩეველთან მივლენ და მათ საჭიროებებს გაეცნობიან.

„ჩვენ ვიქნებით ყველა იმ მოთხოვნის შემსრულებლები, რომელიც ჩვენს ამომრჩეველს აქვს და საქართველოს განვითარებისთვის სჭირდება, როგორც პარლამენტში ასევე უმაღლეს საბჭოში. ამ ერთიანობას თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ჩემო მეგობრებო, 31 ოქტომბერს უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთთან და ყველამ ერთად ვთქვათ, რომ ოცნება გაიმარჯვებს'' - განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში