შაქარაშვილის საქმე

31 აგვისტო 2020, 10:01 1004 ნახვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღეს მოწმეების დაკითხვით გაგრძელდება. სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე დაიკითხებიან ის მოწმეები, რომლებიც სასამართლოს წინა სხდომაზე უნდა დაკითხულიყვნენ, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან ბრალდებულ არასრულწლოვან ზ.ხ.-ს სახაზინო წესით დაენიშნა ადვოკატი, რომელმაც საქმის მასალების გასაცნობად დრო ითხოვა.

ზ.ხ. არასრულწლოვან ბრალდებულებს გამოძიება ედავება ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. ორს დამატებით წარდგენილი აქვს გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდება.

იმის გამო, რომ საქმე ეხება არასრულწლოვან ბრალდებულებს, სასამართლო განხილვები დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი