კლინიკა „სითი მედიკალში“ ექიმების მხრიდან პაციენტზე სავარაუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. პაციენტის ოჯახის წევრები კლინიკის მედპერსონალს 77 წლის ქალზე ძალადობაში ადანაშაულებენ.
ძალადობას არ ადასტურებს კლინიკის დირექტორი ნიკა მენთეშაშვილი და აცხადებს, რომ ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო.