აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყების ცნობით, ინფიცირებულებიდან ერთი კარანტინში იმყოფებოდა, ერთი კი ქობულეთის კლასტერს მიეკუთვნება. გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი.
ამ დროისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. დღეს ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა მათგან, 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ეპიდკვლევა.