"ქართული მარში“ ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმას ითხოვს

27 აგვისტო 2020, 18:42 1498 ნახვა

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების მოთხოვნით ,,ქართული მარშის“ წევრებმა ბათუმის მერიასთან აქცია გამართეს. ორგანიზაციის წევრებმა ქალაქ ბათუმის მერიაში თემასთან დაკავშირებით, უახლოეს მომავალში საკრებულოს სხდომის ჩანიშვნის თხოვნით განცხადებაც შეიტანეს.

მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გაუკეთებიათ, სატელეფონო საუბარში კი გვითხრეს, რომ თემასთან დაკავშირებით მუშაობა ტექნიკურ დეტალებზე მიმდინარეობს.

ქალაქ ბათუმში ტბელ აბუსერიძისა და დავით აღმაშენებლის ქუჩების კვეთაში დავით აღმაშენებლის ძეგლის განთავსების გადაწყვეტილება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წელს მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი