40 წელი სცენაზე, 120-ზე მეტი სიმღერისა და 130-ზე მეტი ლექსის ავტორი. გუშინ ბათუმის ბულვარში, ცნობილი ქართველი ავტორ-შემსრულებლის, ნუგზარ ერგემლიძის საიუბილეო საღამო გაიმართა, კონცერტი მუსიკოსის ერთ-ერთი ძველი სიმღერით ,,ლამპიონებით“ გაიხსნა.
ასევე შესრულდა ერგემლიძის ცნობილი მუსიკალური ნომრები სხვადასხვა შემსრულებლის მიერ, მათ შორის მომღერალი გიორგი ნაკაშიძისა და მერაბ სეფაშვილის მიერ.