აჭარაში ინვესტორებს ექვსთვიანი დამატებითი საშეღავათო პერიოდი ექნებათ - მთავრობის თავმჯდომარე 

26 აგვისტო 2020, 15:29 1564 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აცხადებს, რომ ინვესტორებს დამატებით ექვსთვიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდებიან. თორნიკე რიჟვაძის თქმით, მათ არც დამატებითი გარანტიების წარმოდგენა არ დასჭირდებათ. 

''პანდემიის ფონზე გამოწვევების წინაშე დგას კერძო სექტორი. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, როგორც მთავრობა, ასევე განსაკუთრებით ეკონომიკური გუნდი, რომ მოხდეს ყოველდღიურად იმ საკითხების გათვალისწინება, რომელიც ბიზნეს მისცემს საშუალებას განაგრძოს საქმიანობა, განაგრძოს  სამუშაო ადგილების შექმნა და პირველ რიგში არსებულის შენარჩუნება. 

ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ყველა ინვესტორს, ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთან არსებულ საპრივატიზაციო საინვესტიციო ხელშეკრულებებზე, დამატებით მიეცათ ექვსთვიანი ვადა და ამ ვადაში შეუსრულებელი ვალდებულება ყოველგვარი პირგასამტეხლოსგან  გათავისუფლებული იქნება. ინვესტორებს არ მოუწევთ დამატებითი უზრუნველყოფების და გარანტიების წარმოდგენა.

ეს მისცემს მათ საშუალებას წლის ბოლომდე შეინარჩუნოს ბრუნვები, სამუშაო ადგილები.  ჯამში ეს მოგვცემს საშუალებას რომ კიდევ უფრო კარგად მოვემზადოთ'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში