შატილში მომხდარი ავარიისას დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, ორი მათგანი კი შედარებით მძიმე. ისინი თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებულები.
მედიკოსების ინფორმაციით მათ ოპერაცია ჩაუტარდათ და მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. დაშავებულების სასიცოცხლო მაჩვენებლები გაუმჯობესდა და იმედისმომცემია. სამივე დაშავებული 25 წლამდე ახალგაზრდაა.