ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეფერხებულია

23 აგვისტო 2020, 16:33 5161 ნახვა

ქალაქიდან გასვლას მოქალაქეები ვერ ახერხებენ, რადგან ​ბათუმი-ქობულეთი დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, ძლიერი ნალექის გამო მოძრაობა შეფერხებულია. გზებზე საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე საათია გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.  

დატბორილია მახინჯაურის ცენტრალური ნაწილი და თამარის მეფის გამზირი.

მერიაში გვითხრეს, რომ ბათუმიდან ქობულეთის მიმართულებით მოძრაობა ჯერ-ჯერობით აკრძალულია. რაც შეეხება უკუმიმართულებას, ბათუმისკენ მანქანებს ატარებენ.

შეზღუდვების მიზეზი უხვი ნალექია. მერიაში ამბობენ, რომ ადგილზე ტექნიკა მუშაობს და მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. 

გზის აღნიშნული მონაკვეთის ძლიერი წვიმის დროს ხშირად იტბორება.  ბათუმში მეორე დღეა წვიმს. 

 

 

ფოტო: juli motko

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში