ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე და ხულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ტარიელ ნაკაიძე სოფელ დიდაჭარაში მეჩეთში, ლოცვას დაესწრნენ. მოისმინეს მოსახლეობის პრობლემები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
დავით ბაქრაძის თქმით, მოსახლეობას მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვს, მოგვარების გზა კი საპარლამენტო არჩევნებზე გადის. ტარიელ ნაკაიძემ ხაზი გაუსვა უმცირესობების პრობლემებს და აღნიშნა, რომ ის იქნება თითოეული მოქალაქის ღირსეული დამცველი საქართველოს პარლამენტში.