ბათუმში 90-იანების ჰიტები აჟღერდება

22 აგვისტო 2020, 18:24 2407 ნახვა

მუსიკა, რომელიც შექმნილია 90 წლებში თუმცა აქტუალობას არც დღეს კარგავს და შემსრულებლები, რომლებიც საზოგადოებას კარგად ახსოვს. ღამით ბათუმის ბულვარში 90-ბის საღამო შედგება. აჩიკო მეფარიძე, დავით ხუჯაძე, დავით ფორჩხიძე,  ჯაბა ქარსელაძე, რუსა მორჩილაძე, ჯამში კი 11 ინდივიდუალური შემსრულებელი და ჯგუფი "სახე" თქვენ განწყობაზე 2 საათის განმავლობაში იზრუნებს.

შესრულდება სიმღერები სახელწოდებით "მითხარი" "მოგონებებს ვუმღეროთ" "მეგობრებთან ერთად" და სხვა მრავალი თქვენთვის ცნობილი მელოდიები აჟღერდება. კონცერტის ორგანიზატორი და თავად შემსრულებლები დაუვიწყარ და ნოსტალგიურ საღამოს გვპირდებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი