ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თვითმხილველების ინფორმაციით სავარაუდოდ 2 პირი დაშავდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, ამ ეტაპზე ჩვენს ზარებს არ პასუხობს. ვცდილობთ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის დაზუსტებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.