მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა

21 აგვისტო 2020, 15:00 1223 ნახვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. მისივე თქმით, ჩატარებული ექსპერიმენტით დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ისე მის შიგნით. პროკურორის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგები სამედიცინო ექსპერტიზას გადაეგზავნება.

ექსპერიმენტის ჩატარება გულისხმობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტულ პროცედურას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი