ამირხანაშვილის ჩვენება და მხარეთა პოზიციები

20 აგვისტო 2020, 18:03 1254 ნახვა

მედიაში შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმის ბოლო, მე-5 ჩვენება გავრცელდა, რომელიც შესაძლოა საქმისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს. გური ამირხანაშვილი ამტკიცებს, რომ მან დაინახა როგორ მისდევდნენ ტოიოტა ქამრის ავტომობილის მგზავრები გიორგი შაქარაშვილს და მის მეგობარ ვახტანგ ახვლედიანს. ამის შემდეგ კი როგორ ამობრუნდნენ ხიდის ქვევიდან ვარდისფერ შენობასთან, სწორედ იქ სადაც ამირხანაშვილი იმალებოდა და როგორ აიძულეს რომ მანქანაში ჩამჯდარიყო. ამირხანაშვილი ამბობს, რომ მორაგბე არჩილ გაგნიძემ მას ასეთი ფრაზით მიმართა - როგორ მაგრადაც დარბიხართ ისე მაგრად თუ იცით ცურვა?" გახდა თუ არა ეს ჩვენება ხუთი ბრალდებულისთვის ბრალის დამძიმების საფუძველი? პროკურატურა ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ეს და სხვა მტკიცებულებათა ერთიანობა გახდა ბრალის დამძიმების მიზეზი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი