საარჩევნო პროცესი ხელვაჩაურში

08 ოქტომბერი 2016, 00:00 3276 ნახვა

ხელვაჩაურის 72-ე საარჩევნო ოლქში 50-ვე უბანი ზუსტად 8 საათზე გაიხსნა. წელს მაჟორიტარულ ოლქს 4 საარჩევნო უბანი ქედიდან დაემატა. წილისყრის პროცედურებმა აქ დარღვევების გარეშე ჩაიარა. ერგეში პირველი ამომრჩეველი 8 საათსა და 4 წუთზე დაფიქსირდა. 72-ე მაჟორიტარულ ოლქში ამომრჩევლის აქტივობასთან დაკავშირებით პირველადი მონაცემები საარჩევნო კომისიაში უკვე შევიდა. ხელვაჩაურში ჯამში 48 ათას 100 ამომრჩეველია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში