არის კი ცხედარი ბაჩალიაშვილის - მშობლების ეჭვი

19 აგვისტო 2020, 20:23 2033 ნახვა

დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს, საგამოძიებო უწყებაში დღეს, დნმ-ის ანალიზი აუღეს. ხვალ კი ექსპერიმენტი ჩატარდება. ადვოკატი და გარდაცვლილის ოჯახის წევრები შემთხვევის ადგილზე მივლენ, მიხეილ რამიშვილის თქმით, იმავე გარემოში, ტემპერატურა უნდა იქნეს გაზომილი, რა ტემპერატურაშიც იმყოფებოდა ცხედარი, რის შემდეგაც უკვე პროკურატურაში ვიდეო ჩანაწერების ნაწილს გაეცნობიან.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნის მამასთან ერთად ბებიაც შიმშილობს. თამაზ ხომასურიძე ამბობს, რომ თუ მისი ბრალდებული შვილის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება სუიციდს მიმართავს. არასრულწლოვანი ბრალდებული სიცრუის დეტექტორზე შემოწმებას ითხოვს, ასევე მოთხოვნაა რომ ასეთივე შემოწმება "ტოიოტა ქამრის" მგზავრებმა და მოწმეებმა გური ამირხანაშვილმა და იაკობ ბრეგვაძემაც გაიარონ.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი