საქსტატის ბოლო მონაცემებით მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალა 18 ათასით შემცირდა და მილიონ 919 ათასი შეადგინა. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში სამუშაოდ გადასვლის პროცესი დაიწყო, სამუშაო ძალა აგვისტოში მხოლოდ ამის გამო კიდევ ათასით შემცირდება, ამდენი ნებართვაა ამ დროისთვის გაცემული აჭარაში /// 33 ათასით, მილიონ 684 ათასამდე შემცირდა დასაქმებულთა რიცხვიც. თუ დასაქმებულთა სტრუქტურას შევხედავთ, ვნახავთ, რომ დაქირავებულთა რაოდენობა (რაც რეალურ დასაქმებად მიიჩნევა) ერთ წლიან ჭრილში 44 ათასით 817 ათასამდე შემცირდა, ანუ 44 ათასმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, ხოლო თვითდასაქმებულები 9 ათასით გაიზარდა და 864 ათასი შეადგინა, - ეს ისინი არიან, ვისაც თუნდაც რამდენიმე ქათამი ჰყავს ეზოში, ან სახლში ერთი ლოგინი მიაქირავა ტურისტს.