ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, 22 ივლისიდან 15 აგვისტომდე ქვეყანაში 1 236 მგზავრი შემოვიდა. მისივე თქმით, აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება.
„22 ივლისი – 15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა დააგენერირა 2 200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში შემოსულია 1 236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს. ეს საკმაოდ პოზიტიური რიცხვია. ბუნებვრივია, დღეს ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა ჩვენ გვქონოდა, რომ არა პანდემია, თუმცა ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია.
აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფროტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არის კოვიდნეგატიური“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.