უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, შავიზღვისპირა კურორტებზე მიზნობრივი ტესტირების წრე იზრდება და ხვალიდან კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალს covid-19-ზე ტესტირება ჩაუტარდება.
''საქართველოს ტურისტულ რეგიონებში არსებული ვითარებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სადაც მომატებული დამსვენებლების რაოდენობა. განსაკუთრებით ეს შეეხება შავიზღვისპირეთს. შესაბამისად მივიღეთ საბჭოზე გადაწყვეტილება, რომ მიზნობრივ ჯგუფებს ახალი კატეგორიებიც დაემატოს. ეს არის პირები, რომლებსაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების, სასტუმროების მომსახურე პერსონალი. ისინი ინტენსიურ ტესტირებას დაექვემდებარნენ. ეს კიდევ მეტს საშუალებას მოგვცემს ვირუსთან ბრძოლაში.
ყველა რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება. მიზნობრივი ტესტირების რაოდენობის გაზრდა მეტ ეფექტს მოგვცემს'' - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.