ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ოპოზიციას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, - ამის შესახებ BBC-ი წერს.
უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მიერ ჩამოყალიბებული 35-კაციანი საკოორდინაციო საბჭოს მიზანი, რომლის წევრები ხელოვანები, მწერლები და ბიზნესმენები არიან, ხელისუფლების მიტაცებაა და რომ „ცხელი თავების გასაგრილებლად“ ყველა საშუალება აქვს.