ამ წუთებში უმაღლეს საარჩევნო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. უსკოს წევრები დღისწესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავენ. მათ შორის, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხების განსაზღვრის შესახებ დადგენილებას.
ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრება მხარდამჭერთა სიებისა და შემოწმების დამატებითი წესი.
დამტკიცდება უმაღლესი საარჩევნო კომისიის სტრუქტურა და არასაარჩევნო პერიოდში კომისიის სხდომებზე მედიის დასწრებისა და გაშუქებისთვის საჭირო აკრედიტაციის წესი და ფორმა.