მიაწოდე შენი იდეა ბათუმს

14 აგვისტო 2020, 20:00 1291 ნახვა

„შენი იდეა ბათუმს“ –  პროექტში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით ბათუმის ბულვარის კოლონადებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. პროექტის ინიციატორები მოქალაქეებს იმ შესაძლებლობების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციასა და ფლაერებს, რომლითაც შესაძლებლობა ეძლევათ თავიანთი იდეა რეალობად აქციონ ბათუმის ყოველდღიურობაში.

„შენი იდეა ბათუმს“ –   ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი, რომლის განხორციელება ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს დაიწყო. ამ დრომდე განხორციელდა პროექტის ორი, 2019-2020 წლების ციკლი. ჯამში კი მოქალაქეებმა გამოავლინეს 5 გამარჯვებული იდეა.

გამარჯვებული იდეებიდან ერთი „ფრანების ფესტივალი“ უკვე განხორციელდა გასულ წელს, ხოლო დანარჩენი გამარჯვებული იდეების განხორციელება გათვალისწინებულია 2020 წლის ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბიუჯეტში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში