ბათუმში კარანტინში მყოფი მოქალაქე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადახტა - შსს

14 აგვისტო 2020, 16:35 15701 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში, საკარანტინო სივრცეში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

გამოძიებით დადგენილია, რომ 27 წლის მოქალაქე 13 აგვისტოს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან შემოვიდა საქართველოში, რის შემდეგაც ის თანმხლებ პირთან ერთად საკარანტინო სივრცის ერთ ნომერში გადაიყვანეს. 

''14 აგვისტოს ფ.ჯ., რომელიც ამ ეტაპზე გამოძიების მიერ გაურკვეველი მიზეზით აგრესიულად იქცეოდა, მოულოდნელად სასტუმროს მე-4 სართულიდან სასტუმროს შიდა ტერიტორიაზე გადახტა'' - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაშავებული ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი კლინიკის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მედიკოსები აცხადებენ, რომ მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში 14 აგვისტოს, გამთენიისას უგონო მდგომარეობაში შეიყვანეს.

ექიმების თქმით, პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში