აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფერმერებისთვის ვალის პატიებას ითხოვს.

14 აგვისტო 2020, 15:52 1851 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უმაღლეს საბჭოს  რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციას სთხოვს. საუბარია 209 ათას ლარზე, რომელიც ფიზიკურ პირებს უწყებისთვის თანადაფინანსების პრინციპით გაცემული ნივრის მოსავლის გამო  უნდა გადაეხადათ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის განმრტებით   სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ფერმერებისთვის ვალის პატიების თხოვნით ამ მოწვევის უმაღლეს საბჭოს პირველად მიმართა. საკითხი უკვე განიხილეს ორ კომიტეტში და გავიდა ბიუროს სხდომაზე, გიორგი რომანაძემ კანონპროექტის გამარტივებული წესით, ერთი მოსმენით მიღება ითხოვა, რასაც ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს. რამდენ ფიზიკურ პირზეა საუბარი და რატომ ვერ გადაიხადეს მათ 2017-2018 წლებში გაცემული ნივრის ბოლქვის  თანადაფინანსების ღირებულება - აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოგვიანებით გვიპასუხებენ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი