ორი ადამიანი დაშავდა საცხობის აფეთქების გამო თბილისში. ორ თანამშრომელს საშუალო სიმძიმის დამწვრობა აქვს მიღებული. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ აფეთქებას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. მომხდარის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, კი საცხობში ბუნებრივი აირი დარჩათ მოშვებული, რამაც მისი დაგროვება და შემდეგ აფეთქება გამოწვია.