გამოძიებამ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულთა ინტერესების დამცველი ადვოკატები მასალებისა და მონაცემების გამჟღავნების დაუშვებლობაზე გააფრთხილა. თუმცა ადვოკატების ნაწილი ამას აპროტესტებს, ისინი შსს-თან მივიდნენ, მეორე ნაწილმა კი გაუთქმელობის შეთანხმებას, ხელი უკვე მოაწერა. ამასთან ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში რაიმე ხელშესახები მტკიცებულება რომელიც მათი დაცვის ქვეშ მყოფების დანაშაულებრივ ქმედებებზე მიუთითებს, არ არსებობს.